Wednesday 25 August 2021

მჟავა წვიმები



მჟავური წვიმები
არის ატმოსფერული ნალექებირომელიც გოგირდისა და აზოტის მჟავების მაღალი შემცველობით ხასიათდება. ბევრი რეგიონისთვის იგი გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს დასახელება ისეთ მოვლენებს აერთიანებს, როგორიცაა მჟავა სეტყვა, მჟავა ნისლი, მჟავა თოვლი, მჟავა წვიმა და ა. შ. მაგრამ თითოეული მათგანი ატმოსფერულ ტენში მჟავათა არსებობას და გარემოზე მათ დამაზიანებელ მოქმედებას გულისხმობს. 

1852 წელს შოტლანდიელმა ქიმიკოსმა რობერტ ანგუს სმითმა მანჩესტერში პირველმა უჩვენა, რომ არსებობს კავშირი მჟავური წვიმასა და დაბინძურებულ ატმოსფეროს შორის.ეს პროცესი ბუნებრივ წვიმასთან შედარებით წვიმის წყლის მჟავიანობის მომატებას გულისხმობს. ტერმინი „მჟავური წვიმა“ დაამკვიდრა რობერტ ანგუს სმითმა 1872 წელს.

მჟავური წვიმის ორი უმთავრესი კომპონენტია გოგირდმჟავა და აზოტმჟავა. ზოგჯერ მჟავური წვიმები საკმაოდ შორს მოდის იმ ადგილებიდან, სადაც პირველადი დამაბინძურებელი ნაერთების წყაროებია. ამრიგად, მჟავური წვიმის პრობლემა ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებით არ შემოისაზღვრება, რადგანაც ატმოსფერული დამაბინძურებლები დიდი მასშტაბით გადაადგილებას ხშირად განიცდიან. მჟავიანობის მომატება უარყოფითად მოქმედებს როგორც ცხოველურ, ისე მცენარეულ სამყაროზე. გაზრდილი მჟავიანობა თევზის პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს. თევზების სახეობათა მხოლოდ მცირე რიცხვს შეუძლია გადარჩეს და მჟავე არეში გამრავლდეს. მჟავა წვიმები, ასევე, უდიდეს გავლენას ახდენს ტყის საფარსა და ნიადაგზე.

მჟავა წვიმები - საინფორმაციო ბუკლეტი 

მჟავა წვიმები - პრეზენტაცია

Saturday 23 July 2016

მეექვსე რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გავცნობოდი შეფასების სტრატეგიებს მეთოდებს და ინსტრუმენტებს.

Friday 22 July 2016

სავარჯიშო პორტფოლიო

დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პორტფოლიო

მეხუთე რეფლექსია

დღევანდელი დღით კმაყოფილი დავრჩი. ავტვირთე მოსწავლის ნიმუში პრეზენტაციის სახით

მეოთხე რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეხსენებინა PoverPoint-ში პრეზენტაციის გაკეთება შესაბამისად ვიმუშავე პრეზენტაციის გაკეთებაზე ინტერნატიდან გადმოვტვირთე სურათები, გავაკეთე სლაიდები ავტვირთე ჩემს საქაღალდეში

Friday 15 July 2016

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა,დავფიქრებულიყავი,რაოდენ მნიშვნელოვანია მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება პროექტების შექმნის დროს,კერძოდ გავეცანი ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.

Saturday 9 July 2016

მეორე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა  გამეანალიზებინა სტანდატტების,მომართულების მომცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით გავცნობოდი განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას, 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებს.

მჟავა წვიმები

მჟავური წვიმები არის ატმოსფერული ნალექები ,  რომელიც გოგირდისა და აზოტის მჟავების მაღალი შემცველობით ხასიათდება. ბევრი რეგიონისთვის იგი გარე...